5 საათის წინ
მიკროგრანტების და მცირე მეწარმეობის დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზარდა
5 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა
3 დღის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
6 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
1 კვირის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდა.
მამუკა ბახტაძემ უნიკალური ექსპონატები, მათ შორის ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები და უძველესი ხელნაწერები დაათვალიერა, რითაც მუზეუმი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია, რომ მუზეუმი თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და სტუმრებსა და ტურისტებს სრულფასოვან შთაბეჭდილებას უქმნის არა მარტო სვანეთზე, არამედ მთლიანად საქართველოზე და მის უნიკალურ კულტურაზე.

სვანეთის ისტორიულ – ეთნოგრაფიული მუზეუმი 2016 წელს მსოფლიო მუზეუმების ათეულში შევიდა და მისი დამთვალიერებელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

Please follow and like us: