გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპატრიარქოს წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან კარვებიც გაშალეს. გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოდან არავინ გამოსულა მათთან შესახვედრად.

„საპატრიარქოს არცერთი წარმომადგენელი არ გამოსულა ჩვენთან, თითქოს აქ სულიერი ადამიანები არ იყვნენ, ისე მოგვექცნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნაბიჯი გადავდგით ოჯახმა და ვაგრძელებთ საპროტესტო აქციას. გავშალეთ კარავი და გავაგრძელებთ 24-საათიან პროტესტს საპატრიარქოსთან, რომელმაც ჩემი ძმა უსამართლოდ 9-წლიანი პატიმრობისთვის გაიმეტა”, – ამბობს თორნიკე მამალაძე.

საპატრიარქოსთან შეკრებილები მამალაძის პატიმრობას აპროტესტებენ, და მოითხოვენ დეკანოზს ზიარების საშუალება მიეცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 24 საათის განმავლობაში აპირებენ აქციის გამართვას, ხოლო ღამეს კარვებში გაათენებენ.

Please follow and like us: