ვეკითხები “ქართულ ოცნებას“, რატომ არ დაუმტკიცეთ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უკანონო ფარულ ჩაწერებს სისტემური ხასიათი ჰქონდა და ეს სწორედ სისტემური დანაშაული იყო?!, – აღნიშნული კითხვით მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მიმართა.

როგორც ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლება “წინა რეჟიმის დამნაშავეებს“ ხელს აფარებს და პასუხისმგებლობა მათზეა, რადგან ფარული ჩანაწერები “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვრცელდება.

“რატომ არ დაისაჯა ყველა ის პირი, ვინც “კასრების საქმეში“ იყო ჩარეული?! ათასობით ფაილია შექმნილი და დღეს წინა რეჟიმის წარმომადგენლები ურცხვად ამბობენ, რომ არაფერი ხდებოდა. ეს აქლემი ყველასთან დაიჩოქებს, ამიტომ მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

Please follow and like us: