პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა. სახელმწიფო ჰიმნი, რითაც სესია გაიხსნა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის სასესიო დარბაზში შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის რეგლამენტის დადგენილ დროს – 12.00 საათზე სესია ვერც დღეს გაიხსნა. დეპუტატებმა რეგისტრაციის პროცედურა 17 წუთის დაგვიანებით გაიარეს.

პლენარულ სხდომას 121 დეპუტატი ესწრება.

პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

დღეს ირაკლი კობახიძე პარლამენტს ანგარიშს გააცნობს. ასევე დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა.

Please follow and like us: