მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური დროებით ვერ მოემსახურება მგზავრებს. საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს.

სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

Please follow and like us: