გზა რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტამდე, საუკეთესო ადგილი და დრო იფიქრო იმაზე, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულხარ, იგრძნო ის, რაც აქამდე არ გიგრძვნია, ნახო ის, რაც აქამდე არ გინახავს და რაც მთავარია, მიხვდე იმას, რასაც , წესით, აქამდეც უნდა მიმხვდარიყავი. 15 წუთი, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის და უფრო მეტად გზრდის ვიდრე ნებისმიერი ვიტამინი თუ სხვა ხერხ-საშუალებანი.
მარტის უმზეო დღე იყო. მეც ათასის ფიქრით დაფიქრებული მივუყვებოდი ყურსასმენების თანხლებით ( როგორც ყოველთვის) ტროტუარს. „პლეილისტის’ მელოდიათა ცვლილების შესაბამისად იცვლებოდა გარემომცველი რეალობა. მაჟორს მინორი ცვლიდა, ჩემს ჟურნლისტურ მზერას კი ერთი სანახაობა არ გამოჰპარვია. სანახაობა, რომელიც დამამახსოვრდა, რომელმაც დამაფიქრა და მათქმევინა, ის რაც ჩემამდისაც ბევრს უთქვამს თუ დაუწერია. და მაინც..
ერთერთი კვებითი ობიექტის კარები ხმაურით გაიღო, შენობა მშობლებთან ერთად გაღიმებულმა და კმაყოფილმა ფუმფულა ბიჭმა დატოვა. 7-8 წლისა იქნებოდა, ისე როგრც პატარა ‘ციგნის ბიჭუნა’ ( როგორც ჩვენში ხშირად უწოდებენ მათ) რომელიც დაბინძურებულ სამოსში გამოწყობილი ხელგამოწვდილი იდგა შენობის კარებთან. კონტრასტებით ვცხოვრობთ. ამიტომაც ეს რა გამკვირვებია, უფრო მეტკინა. ესეიგი ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ჯერ კიდევ შეიძლენა მეშველოს.
მთელი გზა ამ ორ ბავშვზე ვფიქრობდი. უფრო მეორეზე. მტკიოდა, მიკვირდა, მინდოდა, იქნებ იმიტომ რომ მარტი იყო და მზე არა, იქნებ იმიტომ რომ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, იმას, რა იდგა ხელგამოწვდილი მიუსაფარობის მიღმა. მძიმე წარსული, ტრაგიკული ბავშვობა, მწარე ობლობა თუ უბრალოდ ადამიანური სიზარმაცე. სწორედ ყველაფერი ეს იყო უმნიშვნელო იმ სიცარიელის ფონზე რასაც ადამიანების არაადამიანური დამოკიდებულება ჰქვია მსგავსად მოხეტიალე და მიუსაფარი ადამიანების მიმართ.
დიახაც ადამიანების!. ყველაზე მთავარი სწორედ ამის გაგებაა, რომ ისინი ადამიანები არიან. ჭუჭყიანები, წელშიმოხრილები, დაფლეთილი სამოსითა და რაც მთავარია თვალებით., უსაზღვროდ და უსაშველოდ ღრმა თვალებით. ის რაც ადამიანური დღემდე შერჩენიათ.
მე ხელგამოწვდილი და თავდახრილი სიამაყე ვნახე, ტროტუარის ცივ კიდეზე უმწეოდ ფეხმორთხმული სიამაყე, შავი თავსაბურავით დაბურული წარსული , აწმყო და მომავალი, როდესაც იყო, არის და სულ იქნება ადამიანი.
უნივერსიტეტამდე 10 წუთის სავალი გზა მრჩება და კარგად ვხედავ ჩემს წინ მიმავალ ერთურთს „შესისლხორცებულ“ წყვილს, გოგონა ზიზღით რომ იშორებს შემწეობის მაძიებელ პატარა ბიჭუნას და სუპერგმირად ქცეულ „რომეოს“, რომელიც სატრფს დახსნას ცდილობს ამ არასაშიში „საფრთხისაგან“.
ფიქრებმა გამიტაცა. ფილოსოფოსობამაც. უნივერსიტეტს მივაღწიე და კარების ზღურბლზე ლექტორის სიტყვები შემომეგება
;“ კონსტიტუციის მიხედვით ყოველი ადამიანი განურჩევლად ყველაფრისა თანასწორია !“
ანა ურუშაძე