საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს აუდუნ ჰალვორშენს შეხვდა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ისინი მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ ბოლოდროინდელ გააქტიურებულ დინამიკას, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების კუთხით. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ გამოხატა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ნორვეგიის დიპლომატიური წარმომადგენლობის ამოქმედებას.

დელეგაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ორი ქვეყნის წარმატებული ინტერაქცია მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, ყურადღება დაეთმო „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ (NB8) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მკაფიო მხარდაჭერისა და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის.

პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასადა სექტორული თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების მოცულობის ზოგად დინამიკას და აღინიშნა არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა ნორვეგიელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას.

დელეგაციების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვან ფუნდამენტს ქმნის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისთვის. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიული კომპანია „ჩლეან Eნერგყ Gროუპ“ 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას.

დარგობრივ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ორვეგიული მხარის ფინანსურ და მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვისხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ნორვეგიის მთავრობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეშიშეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და ალიანსთან ინტეგრაციის არსებულ ინსტრუმენტებზე. ნორვეგიელმა დიპლომატმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით.

მინისტრის მოადგილემ ნორვეგიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, ჟენევის მოლაპარაკებებსა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილაოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისმნიშვნელობაზე კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის აღკვეთის კონტექსტში. ხაზი გაესვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით.

შეხვედრის ფარგლებში, აუდუნ ჰალვორშენმა ხაზგასმით აღნიშნა ნორვეგიის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ, რასაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი ტრიბუნებიდან აჟღერებენ. ნორვეგიელმა დიპლომატმა დაადასტურა საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის მნიშვნელობა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნების კონტექსტში.

შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს იმედი, რომ აღნიშნული ვიზიტი ბიძგს მისცემს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს და ორმხრივი ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გამოვლენას.

ნორვეგიის დელეგაცია საქართველოს 2-დღიანი ვიზიტით სტუმრობს.

Please follow and like us: