8 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
7 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. ამის შესახებ კახა კალაძემდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, ამ თემაზე საუბარი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთანაც შედგა.

„მინდა, შევეხო მნიშვნელოვან საკითხს, ამაზე პრემიერ-მინისტრთანაც მქონდა საუბარი. ეს არის თბილისის პოზიციონირება სხვადასხვა პლატფორმაზე, რომ ჩვენ ტურისტებს ავუხსნათ, თუ რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი, რამდენად მომხიბვლელია, რამდენად საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით. მინდა, მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელს ანდრია ბასილაიას დავავალო, რომ ეს სამსახური ამ მიმართულებით გავააქტიუროთ და ყველა რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქის მაქსიმალური პოზიციონირება ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს – რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი, ჩვენი კულტურა, რითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ბევრი ღირსშესანიშნავი თემები გვაქვს, რომლის წამოწევა მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ჩვენი ქალაქი წარმოვაჩინოთ, როგორც საუკეთესო დედაქალაქი, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ დედაქალაქში, მეტი თანხები დაიხარჯოს, რა თქმა უნდა, ეს თანხები ბიუჯეტში მიდის და შემდეგ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა პროექტითა და მიმართულებით მოვახმაროთ ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Please follow and like us: