პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სისტემაში მიმდინარე რეფორმეზე და მის მნიშვნელობაზე დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრმა ისაუბრა  განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმაზე, რომელიც განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობს და მოიცავს როგორც სკოლამდელ, ასევე,  ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას.

განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის.

გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

Please follow and like us: