4 საათის წინ
ილია მეორე – მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის საქართველოს ეკლესია ერთადერთია, რომელიც მოაქცია ქალმა – წმინა ნინო არის შუამავალი ღმერთსა და ქართველ ხალხს შორის
4 საათის წინ
ამირან გამყრელიძე – დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება
2 დღის წინ
ამერიკა საქართველოში 7 მილიონი დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
2 დღის წინ
2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ ყველა სკოლაში დაინერგება
2 დღის წინ
ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის შესამოწმებლად სპეციალურ აღჭურვილობას ამონტაჟებენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მის შვილს, მარიამ მეღვინეთუხუცესს, ოჯახისწევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ქალბატონ გურანდა გაბუნიას გარდაცვალებას მთელი საზოგადოება და ჩვენც გულისტკივილით შევხვდით. ყველასთვის დასანანია, ასაკის მიუხედავად, ენერგიით სავსე დიდ ხელოვანთან, ერთგულ, პირდაპირ და სიკეთით გამორჩეულ ამ ადამიანთან განშორება.

ბატონი ოთარი და ქალბატონი გურანდა ამქვეყნად განუყრელი იყვნენ. ამიერიდან კი ორივენი მარადიულობის მკვიდრნი არიან.

აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

Please follow and like us: