5 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მ.ა-სა და ნ.ა.-ს კუთვნილი ხელბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 20 245.55 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 354.74 გრამი) გამოავლინეს.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 20 245.55 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

Please follow and like us: