ახალი წლისთვის დამახასიათებელი არაერთი ცვლილების კვალდაკვალ, ქ. თბილისის მერიამ, 2019 წლისთვის, შემდეგი სოციალური ქვეპროგრამების გახორციელება დააანონსა:

  • კომუნალური სუბსიდირება;
  • სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება;
  • 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარება;
  • სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება;
  • სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება;
  • სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსება;
  • სერვის ცენტრებში სამგზავრო ბარათების დამზადება (ინიციალიზაცია);
  • სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები;
  • ომის ვეტერანთა დახმარება;
  • მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა;
  • თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა;
  • სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება;
  • „ვოლდ ვიჟენ საქართველოს“ სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება;
  • სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება;
  • სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება;
  • შინმოვლის თანადაფინანსება;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

ავტორი: მარიამ ტიელიძე

 

Please follow and like us: