შვილებთან მეგობრობა: ეცადეთ თქვენს  შვილებთან  მეგობრული და თანასწორუფლებიანი ტონით ქონდეთ ურთიერთობა -მათში გამოიწვევს ნდობას და არასოდეს დაფრთხებიან თქვენგან.

ქვევრს, რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს“- დაფიქრდით, თქვენი მოთხოვნა თქვენი შვილისადმი  იგივეა რასაც მისადმი გასცემთ? -პატარები უფროსების მაგალითზე იზრდებიან …

სამუდამოდ დაივიწყე დამაკნინებელი და შეურაცმყოფელი ფრაზები : ისინი იჯერებენ, რომ მართლაც ასეთები არიან და აღარ ცდილობენ უკეთესები გახდნენ …თქვენ,  ხომ გაუთვითცნობიერებლად    უკვე მიაკარით ეტიკეტი..   ამით მოტივაცია წაართვით უკეთესად გამოავლინოს საკუთრი შესაძლებლობები.

 ნურასოდეს ეცდებით ბავშვი გახადოთ  თქვენი მონა:  პატარა ბავშვის ტვინი ჰგავს იმ პლასტელინს, რომელიც მარტივად იძერწება და უცებ იღებს ფორმას, თქვენ თუ დღეს არ მისცემთ საშუალებას იყოს კრეატიული გამოავლინოს შესაძლებლობები და აიძულებთ მხოლოდ თქვენს მორჩილებას -მაშინ გახსოვდეთ თქვენ მონას ზრდით თვალწინ – რომელსაც არ ექნება ბრძოლის უნარი და ცხოვრება მარტივად დაჩაგრავს.

გაემიჯნეთ ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ძალადობას: ბავშვი მარტივად ექცევა გავლენის ქვეშ მით უფრო თუ მისით მშობელი მუდმივად უკმაყოფილოა… დაანახე თქვენს შვილებს,  რომ ისინი საუკეთესონი არიან შთააგონე ეს და შედეგიც არ დააყოვნებს.

თავდაჯერებული და ბედნიერი შვილი: ბავშვი  სუფთა თეთრი ქათქათა  ფურცელია – თქვენი გადასაწყვეტია რას  და  რა ფერებით შეასრულებ მასზე სამუშაოს …რასაც დახატავ ამ სუფთა საწყისზე იგივე პროგრამირება იმუშავებს მთელი ცხოვრება.

დაანახეთ შვილებს, რომ ცხოვრება ლამაზი და საინტერესოა:  ეცადეთ არ მოახვიოთ  ბავშვებს თქვენი განცდები ,  ანახეთ მაგალითი,  რომ გამოსავალი ყველა მომენტში არსებობს, რომ თქვენ ყველაფერს მარტივად აგვარებთ, რომ ცხოვრება თქვენს მიდგომებზე და ძალებზეა დამოკიდებული…ბავშვი იმახსოვრებს  ამას და შემდეგ მთელი ცხოვრება იოლად  გადალახავს ყველა გამოწვევას.

 ავტორი:ნინო გვაზავა

Please follow and like us: