ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში 10 თებერვალს „პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის“ სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვა.

ნაკრების წევრმა ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ 86 კგ. წონით კატეგორიაში ფინალში რუმინელი მოჭიდავე 11:0 დაამარცხა.

ტურნირის საუკეთესო მოჭიდავედ გიორგი სულავა დასახელდა, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა უპირობო გამარჯვება მოიპოვა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, ბულგარეთისა და საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ.

Please follow and like us: