6 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
7 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
7 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ქურდობის 3 და ქურდობის მცდელობის 1 ფაქტი გახსნა – დაკავებულია არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ს.ხ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ხ.-მ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია “სან-მარის” გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებულს, ასევე, ბრალად ედება თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარდის სახლის“, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სანელებლების კუთხის“ და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „დისქავერ თრეველის“ გაქურდვა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

Please follow and like us: