4 საათის წინ
პატრიარქი – დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება
4 დღის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
6 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
6 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
6 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა

კიბოთი დაავადებულ 6 წლის ებიგეილ რიასს ტეხასშიფრიპორტის პოლიციამ ოცნება აუხდინა – ის პოლიციელი გახდა.

ებიგეილი ფრიპორტის პოლიციის უფროსს დეკემბერში შეხვდა და ისინი მალევე დამეგობრდნენ. ბავშვმა რეი გარივეის უამბო, რომ პოლიციელობა მისი ოცნებაა.

7 თებერვალს კი მან მისთვის შეკერილი სპეციალური ფორმით მან ფრიპორტის პოლიციის დეპარტამენტის საპატიო პოლიციელის ფიცი დადო.

ებიგეილმა თქვა, რომ სურს ებრძოლოს “ცუდ ბიჭებს”, რომლებიც კიბოს სახით მის სხეულში არიან. პოლიციის უფროსმა კი ფიცის დადების დროს მას “დაავალა” გააგრძელოს ბრძოლა “ცუდ ბიჭებთან”.

​ცერემონიას ესწრებოდნენ ებიგეილის ოჯახი და პოლიციელები მთელი ტეხასიდან.

“მას აქვს შესანიშნავი ღიმილი და სურვილი, გააგრძელოს ბრძოლა “ცუდ ბიჭებთან” თავის სხეულში – მინდოდა მისი ოცნება ასრულებულიყო”, – უთხრა პოლიციის უფროსმა CNN-ს.

Please follow and like us: