სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაშიც კი, საქართველოში ძალადობის არაერთი ფაქტი ფიქსირდება და რამდენად შემაშფოთებელიც არ უნდა იყოს, საკმაოდ ხშირად, მსგავსი შემთხვევები ფატალურად სრულდება. მსხვერპლთა 90% ქალია, რომლებიც იშვიათად თუ ლაპარაკობენ საშინელ რეალობაზე. ისინი ამჯობინებენ გაჩუმებას, საზოგადოებაში ისე მოქცევას, თითქოს მათი ცხოვრება იდეალურია და მოძალადეს წარმოადგენენ, როგორც ყველაზე პატიოსანსა და უცოდველ არსებას.

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით მამამ საკუთარ არასრულწლოვან (13 წლის) ქალიშვილზე იძალადა, მისი თქმით ეს არ იყო ძალადობა, რადგან მხოლოდ ქალიშვილის შიშველ სხეულს შეეხო. აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანზე მამასთან ერთად მეზობლებიც ძალადობდნენ, დედამ ამის შესახებ იცოდა, თუმცა ვერ მიმართა სამართალდამცავებს. მამა დაპატიმრებულია, არასრულწლოვანი რეაბილიტაციას გადის, მაგრამ იქნება კი საკამრისი მხოლოდ სარეაბილიტაციო კურსი? რა პასუხს გავცემთ არასრულწლოვანს, რომელის ცხოვრებასაც მოუშორებელი ლაქა დაუტოვეს „მამამ“ და მამისნაირმა მეზობლებმა, დედამ კი მხოლოდ შიშის გამო ვერ გაბედა მისი დაცვა? სად არის სამართალი „სამართლიან“ ქვეყანაში?

ძალადობაარისყოველგვარიქმედებაანსიტყვა, რომელსაცშეუძლიაადამიანიშეურაცხჰყოს, ზიანიმოუტანოსმასანშეულახოსკანონითმინიჭებულიუფლებები. საკამოდ მართებულია კითხვა, გამოვლენილი ძალადობა (როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური და ფსიქოლოგიური) უბრალოდ ცალკეული შემთხვევაა თუ ქალთა მუდმივი სასჯელი? რატომ მაინც და მაინც ქალები? რატომ „სუსტი“ სქესი? რატომ ვერ იღებს ხმას ქალი, რომელსაც შვილს უნადგურებენ? სად არის ამ დროს საზოგადოება და სად არის კანონი, რომლის ძალითაც ყველა მოქალაქე თანასწორია?

ოჯახში ძალადობის ფაქტები საზოგადოებისა და მათი ცნობიერების „განვითარებასთან“ ერთად იზრდება, გთავაზობთ ოჯახში ძალადობის სტატისტიკას, რომელიც კიდევ უფრო ნათლად გვანახებს რა ხდება დღეს საქართველოში.

2009 წლის მონაცემებით საქართველოში 163 ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი ფიქსირდება, ხოლო მამაკაცი 13.  ამავე წლის მონაცემებით მოძალადე ქალთა რიცხვია 12, ხოლო მოძალადე მამაკაცია 164.

2017 წლის მონაცემებით კი, მსხვერპლ ქალთა რიცხვი 3 599-ია, ხოლო მამაკაცთა 497. მოძალადე ქალთა რიცხვია 393, ხოლო მამაკაცთა 3 492.

შემაშფოთებელია, რომ ოჯახში ძალადობის ქალ მსხვერპლთა (24-43წელი), დამოკიდებულ პირებთან ერთად, თავშესაფარში განთავსების 94 შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო თავშესაფარში განთავსების მსხვერპლის მუდმივი საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, 80 შემთხვევაა დაფიქსირებული.

2010 წლის მონაცემებით ოჯახში ძალადობის საკითხზე ქალთა მიმართ ცხელ ხაზში განხორციელდა მხოლოდ 53 ზარი, ხოლო 2017 წლის მონაცემებით 1 793 ზარი.

გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა 2013 წლის მონაცემების მიხედვით არის 229, ხოლო 2017 წლის მონაცემების მიხედვით 4 370.

მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის ფაქტებთან ერთად იზრდება მსხვერპლთა ქმედება, რომელიც თვითგადარჩენას ემსახურება, თუმცა მხოლოდ მათი სურვილი არ არის საკამრისი და აუცილებელია, მათთან ერთად საზოგადოებამ და სახელმწიფომ მუდმივად იმოქმედონ ძალადობის წინააღმდეგ.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: