6 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
12 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
12 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
13 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-სგადაიღებს. ამის შესახებ ბრიტანულმა სამოგზაურო ჟურნალმა Contemporary Class Magazine-მა დაწერა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟურნალმა საქართველო 2019 წლის 19 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა. როგორც სტატიაში წერია: “საქართველოში მოგზაურობა ნებისმიერ დროს არის კარგი. მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულია. გაზაფხულზე, BBC საქართველოში ახალ ისტორიულ დრამას “Gentleman Jack”-ს გადაიღებს, ფილმი მე-19 საუკუნეში მოღვაწე ცნობილ ბრიტანელ მოგზაურს ენ ლისტერს ეძღვნება, რომელმაც მთელი საქართველო შემოიარა და ქუთაისში გარდაიცვალა”.

სიაში საქართველოსთან ერთად იაპონია, შრი-ლანკა, მალდივები, კანადა, ბულგარეთი, დანია და სხვა ქვეყნები მოხვდნენ.

“Gentleman Jack”-ი BBC-სა და HBO-ს ერთობლივი პროდუქტია.

Please follow and like us: