3 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
3 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
5 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
5 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც
5 საათის წინ
ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ [ფოტოგალერეა]

ბუნებრივი მოვლენები არის ის მოცემულობები, რომელთა მიერ მიყენებული მოსალოდნელი ზარალი წინასწარ უნდა იქნეს გააზრებული და , შეძლებისდაგვარად, თავიდან არიდებული. არსებობს წარსულის ფაქტები და შედეგები, რომლებიც დღეს, შესაძლოა, მაინც არ იყოს გათვალისწინებული.

აღნიშნულ საკითხზე, “თბილისი თაიმსს” არქიტექტორი-ურბანისტი, ირაკლი როსტომაშვილი ესაუბრა:

“პირველ ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ არსებობს გარკვეული ტერიტორიები, სადაც, უბრალოდ, სამშენებლო სამუშაოების ჩატარება არ შეიძლება. ეს საზღვრები კი პირდაპირ არის მოცემული. კანონმდებლობით, ამ საზღვრების ფარგლებში, ტერიტორიების გასხვისება საერთოდ აკრძალულია”.

რომლებია ეს კონკრეტული ტერიტორიები?

მაგალითად, მდ. ვერეს ხეობაში რომ კალაძემ მშენებლობები წამოიწყო, აბსოლუტურად გაუმართლებელია. აქ, უბრალოდ, არ შეიძლება, რომ არსებობდეს მესაკუთრე.

ჩემი აზრით, ვარაზისხევიც საკმაოდ საფრთხისშემცველი ტერიტორიაა. თბილისი აშენებული არის ხევებზე. ვარაზისხევიც ხევია და ის მთლიანად არის გადახურული. საფრთხისშემცველია, ასევე, “გაბაანთხევი”. რომელიც ელბაქიძის დაღმართზე ჩადის. შედარებით ნაკლები (მაგრამ, მაინც არის) საფრთხეა ჭავჭავაძის გამზირზე – ხევია ოპერასთანაც. ასევე, შეგვიძლია, დავასახელოთ “კოჯრისწყალი”, იგივე – “წავკისისხევი”.

თავისუფლების მოედანი, პრაქტიკულად, იყო ხევი და ახლა ისიც გადახურულია – ბარათაშვილის ხიდის ნაპირიდან რომ შევხედოთ, დავინახავთ, რომ იქ უზარმაზარი მდინარე ჩაედინება. გამოვყოთ “ლეგვთახევი” – ის არის აბანოთუბანში. ორთაჭალაში საფრთხისშემცველია “ოხერხევი”.

მდ. ვერეს ხეობის ფაქტი იმის შედეგად მოხდა, რომ იქ დაგროვებული იყო წყლის დიდი რაოდენობის ნაკადი. იმავე ტიპის შემთხვვევა რომ მოხდეს, მაგალითად, კუს ტბის თავზე, ეს უამრავ ნაკადს, ნიაღვარს გამოიწვევს კეკელიძესა და ვარაზის ხევზე. ძალიან ხშირი არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც, წყლის დიდი ნაკადის შემთხვევაში, ვარაზის ხევზე ქვაფენილი იყრება.

ვისი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ტიპის შემთხვევები თავიდან იქნეს არიდებული?

ეს არის და უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ნარმანიას მერობის პერიოდში არის გაცემული ნებართვა ვაკე-საბურთალოს გზაზე, პირდაპირ ხევის თავზე, ნაყარზე, სამსართულიანი შენობის აშენებისა. საერთოდ, ვინ და როგორ გასცა მანდ მიწის საკუთრების უფლება?!

საფრთხისშემცველი, ძირითადად, არის სანაპირო ზოლები. კიდევ გვაქვს რამდენიმე დამეწყრილი ტეროტორია – მაგალითად, მაყაშვილის ქუჩის გაყოლებაზე. მანდ ძალიან სერიოზული პრობლემა არის ის, რომ კლდოვანი ქანები  ფერდობის პარალელურადაა. 15-20 წლის წინ, მანდ ქანები დაცურდა და ბენზინგასამართი სადგური ჩაიტანა. ორი ადამიანი დაიღუპა კიდეც.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: