პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო თასის მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა “ბ” კატეგორიის ხმლით ფარიკაობის ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მოფარიკავე, ოლენა ფედოტა დაამარცხა.

გაზიარება