ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ძალადობა წარმოადგენს. ეს პრობლემა ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა მიმდინარე მოვლენების ფონზე. რა იწვევს ბავშვთა მიმართ ძალადობას, ვინ არის მოძლადე და როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვი მისგან-ამ კითხვებს წარმატების პერსონალურმა ქოუჩმა ნინო გვაზავამ უპასუხა.
რა გარემოებები იწვევს ბავშვებზე ძალადობას?
მიმაჩნია, რომ ჩვენი შვილებისადმი ჯანსაღი და ჩვენი სწორი მიდგომა არის პირველადი გამოსავალი. პრობლემა სხვა ადამიანში არ არსებობს, ის ჩვენი შინაგანი კონფლიქტებიდან მომდინარეობს და ასახვას პოვებს გარემოში. ამიტომაცაა, რომ ყველა ადამიანს დღეს ესაჭიროება პირადი ფსიქოთერაპევტი. ისინი ალაგებენ არა გარემო პირობებს ადამიანში, არამედ ვარცხნიან და შინაგანი ჰარმონიის პოვნაში ეხმარენიან ადამიანს, რის შედეგადაც იცვლებიან ისინიც კი, ვინც ჩვენს გარშემო ადრე გაღიზიანებას ან კონფლიქტს იწვევდა.
რა ძალადობის ფორმები არსებობს ?
ფიზიკური ძალადობა; ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა; სექსუალური ძალადობა; უგულებელყოფა.
შეიძლება ვთქვათ, რომ ძალადობა ბავშვისთვის მატრავმირებელი ქცევაა. ძალადობას ყოველთვის თან ახლავს ღირსების შეურაცხყოფა. რაც ვლინდება მუქარით, დამცირებით, დაშინებით, საჯარო შეურაცხყოფით, ბავშვებზე ძალადობა ბოლო დროის ყველაზე აქტუალური და საზოგადოებისათვის მტკივნეული თემაა.
ბავშვზე ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, ნეგატიურ გავლენას ახდენს მისი განვითარებაზე. ზიანს აყენებს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის ინტელექტუალურ განვითარებას და ზღუდავს სოციალური უნარ-ჩვევების ათვისებას. მას ეკარგება საკუთრი მეს შეგრძნება და ვეღარ ადაპტირდება საზოგადოებაში სრულფასოვნად.
რაში გამოიხატება ძალადობრივი ქმედება?
ყველაზე ხშირად ძალადობა ოჯახებიდან მოდის. ჩვენ თუ გვინდა ჩვენი შვილები დავიცვათ ძალადობისაგან პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რა ურთიერთობა გვაქვს შვილებთან..
ბავშვის მიმართ ძალადობრივი ქცევა შეიძლება იყოს ბავშვის ცემა, უნებურად მიყენებული დამაკნინებელი ფრაზები-დამორჩილების მიზნით, ზეწოლის მოხდენის მიზნით მისი მისამართით უკმაყოფილო ფრაზები, უყურადღებობა, თანაგრძნობის არქონა, შერცხვენა, ბავშვის დათრგუნვა.
ვინ არიან მოძალადეები ყველაზე ხშირად და რა ზეგავლენას ახდენს იგი მსხვერპლზე?
ოჯახში ძალადობის შემთხვევებია ყველაზე ხშირად, მოძალადედ თვით ბავშვის მშობლები და ახლო ნათესავები გვევლინებიან.ისინი, ვისაც ენდობიან, ვისთანაც ხშირად ურთიერთობენ პატარები.
ბავშვი, მისი აღზრდა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბება მეტად სათუთი თემაა, რადგან ძალადობაში გაზრდილი ბავშვი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ხდება მოძალადე.
როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვი მოძალადისგან?
გააჩნია ძალადობის ხარისხსა და სიხშირეს. თუ ის სისტემატურად ხორციელდება, მსხვერპლმა სამართალდამცავებს უნდა მიმართოს. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ოჯახიდან მოდის ძალადობა მაშინ უმჯობესია თავად შევიცვალოთ ცნობიერება ვაკონტროლოთ ჩვენი ქცევა და ლექსიკა ბავშვებთან ურთიერთობისას.. ისინი არიან ჩვენი სარკეები და რასაც დაინახავენ ჩვენს ქმედებაში იმას აირეკლავენ.
შექება და წამახალისებელი ფრაზები .. მათში დანახული სიდიადე უფრო დიდ შედეგს მოგიტანთ, ვიდრე მტრულად მიღებული მოყვარეობა.