არსებული  საჭიროებები დათანამედროვე ტენდენციები ხშირად გვარწმუნებს უცხო ენების შესწავლის აუცილებლობაში. გინდათ იმოგზაუროთ და ადვილად მოახერხოთ ურთიერთობა მასპინძელი ქვეყნის მაცხოვრებლებთან? გსურთ მსოფლიოს გარშემო მეგობრების შეძენა და საერთაშორისო სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა-ამისთვის თქვენ მინიმუმ რამდენიმე უცხოური ენის საფუძვლიანადცოდნა გჭირდებათ.

ბავშვობაში ერთი გამონათქვამი ხშირად გამიგონია. რამდენი ენაც იცი იმდენი კაცი ხარო. ეს გამონათქვამიც კარგად ადასტურებს უცხო ენების ცოდნის უპირატესობასა და ღირსებას. ენის შესწავლის უამრავი მეთოდი არსებობს, მათ შორის საკმაოდ საინტერესო მეთოდს მიმართა ახალგაზრდა ქართველმა პოლიგლოტმა.

15 წლის დავით ჯიჯიეშვილი ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს და ქალაქის N 4 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. მან უკვე იცის შვიდი ენა, ძირითადად აღმოსავლური ენების შესწავლითაა დაინტერესებული და ინტერნეტის დახმარებით კარგად ფლობს თურქულ, არაბულ, სპარსულ, სომხურ, იტალიურ და ესპანურ ენებს.

ახალგაზრდა პოლიგლოტი ოცნების რეალობად ქცევის კარგი მაგალითია. თურქული ენის მიმართ სიყვარული ტელევიზორში ნანახმა სერიალმა “დიდებულმა საუკუნემ ” ჩაუნერგა, წლების მერე კი დავითი ამ წარმატებული თურქული ტელეპროექტის შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილია. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მისი სცენარით იღებენ სერიალის ახალ სეზონს, რომელსაც მაყურებელი უახლოეს მომავალში იხილავს.

მხოლოდ ენების ცოდნით არაა დაინტერესებული. პარალელურად ქვეყნების ისტორიასა და საინტერესო მოვლენებსა თუ პერსონებს სწავლობს, ამუშავებს ნარკვევეს, თარგმნის მათ და სატელევიზიო სცენარებს ამ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ქმნის. ქართველი ქალების მმართველობა ოსმალურ იმპერიაში – ერთერთი იმ საკითხთაგანია რომელმაც დიდი ხანია მიიპყრო ქართველი სცენარისტისყურადღება, სწორედ ამ პერიოდს წარმოადგენს სერიალ “დიდებული საუკუნის ” ახალი სეზონი.

რა სირთულეები ახლავს თან უცხო ენების შესწავლას და როგორ იქცა ბავშვური გატაცება მისი ცხოვრების მთავარ საქმიანობად,ამ და სხვა თემებზე “თბილისი თაიმს ” 15 წლის ქართველი ლინგვისტი ესაუბრა.

როდის და რატომ დაინტერესდი უცხო ენების შესწავლით ?

ჩემი დაინტერესება სათავეს შორეულ ბავშვობაში იღებს. ჯერ კიდევ ცხრა წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ავლაბარში ვცხოვრობდი და მიწევდა სომხური და რუსული ენების მოსმენა. ამან ყური მიმიჩვია და მეც ნელნელა, ჩემდაუნებურად დავიწყე ამ ენების შესწავლა. შემდეგ ჩემი  საყვარელი  ტელესერიალი”დიდებული საუკუნე ” იქცა ჩემ ინსპირაციად. დავინტერესდი არა მხოლოდ თურქული ენით, ასევე თურქეთის ისტორიით. პარალელურად სპარსული და არაბული ენების შესწავლაც დავიწყე, რომლის გარეშეც ისტორიული წყაროების დამუშავება შეუძლებელი იყო.

რთულია უცხო ენების შესწავლა დამოუკიდებლად, მხოლოდ ინტერნეტის გამოყენებით. მით უფრო, როდესაც საქმე აღმოსავლურ ენებს ეხება. გაგვანდე ძირითადი გზები, რაც ეფექტურს ხდის ენების სწავლების ამ მეთოდს.

დიახ, აღმოსავლური ენები საკმაოდ რთულია და სპეციფიკურია მისი გრამატიკაც,მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს, მაშინ შეუძლებელი არაფერია. სრულიად უფასო მეთოდი შევარჩიე და ინტერნეტს მივმართე სასურველი ენის შესასწავლად, მთავარია სწორად შეარჩიოთ ვებსაიტები და გვერდები, რადგან ჩემი სურვილი იყო საფუძვლიანად შემესწავლა ენა ოქსფორდის საიტები გამოვიყენე და დიდი მონდომების დამსახურებით შევისწავლე ენა. ამავდროულად ამ რთულ საქმეში ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი მარიამ დადიანი, რომლის ძალიან მადლიერი ვარ.

-საინტერესოა როგორ დაიწყო შენი სცენარისტობა წარმატებულ თურქულ ტელეპროექტში და რა დაგეხმარა ამ წარმატების მიღწევაში ?

10-11 წლის ვიყავი, როდესაც სოციალურ ქსელში მომწერა ერთმა ცნობილმა თურქმა პროდიუსერმა. ამ დროს უკვე კარგად ვფლობდი თურქულ ენას. მან შემომთავაზა ინტერნეტ ბლოგერობა. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ვასრულებდი ამ საქმეს და ვწერდი ბლოგებს. ამავდროულად ჩართული ვიყავი “სერიალ დიდებული ” საუკუნის ბოლო სეზონის სცენარის წერის პროცესში. ” ქოსემის რისხვის ‘ ბოლო სერია ჩემი დაწერილია და დიდი წვლილი შევიტანე ამ საქმეში. როდესაც მომივიდა სცენარის დასტური, ჩემი ემოციები იყო “საშინლად ” მძაფრი, ახლაც სიცილით მახსენდება, როგორ დავიწყე ყვირილი და შევაშინე მეზობლები, მოდიოდნენ და ჩემს ამბავს კითხულობდნენ.

აჟამად ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. თემა არის წარმოშობით ქართველი ქალი მმართველები ოსმალეთის იმპერიაში. მასშტაბური პროექტია, რომელიც უკვე დიდი მოწონებით და ინტერესით სარგებლოს. მასში ჩართულია საქართველოს, თურქეთის , სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეები. ასევე შოუბიზნესის ცნობილი და ნაკლებად ცნობადი წარმომადგენლები. სერიალი გავა ამ ქვეყნების წაყვან არხებზე, ასევე ევროპის მასშტაბითაც.

მომავალში შენი სურვილია აღმოსავლეთმცოდნე გახდე.  რა სფეროებთ ხარ დაინტერესებული და სამომავლოდ სად ხედავ შენ თავს ?

აღმოსავლეთმცოდნეობა ნამდვილად ჩემი სურვილია, თუმცა ეს მხოლოდ ენის ცოდნას არ გულისხმობს. აუცილებლია სიღმისეულად ენის და ქვეყნის ისტორიის ცოდნა, სწორედ ამის გამო მიწევს ისტორიული ნარკვევების დამუშავება და მსგავს საკითხებზე მუშაობა.მსურს ვისწავლო ჩინური,კორეული და იაპონური ენები, ასევე დიდი ინტერესი მაქვს უზბეკური და ტაჯიკური ენების მიმართ. კავკასიური ენებიც იწვევს ჩემს ინტერესს. მინდა სომხური ენის დახვეწა და სიღმისეულად შესწავლა.

მინდა ვიყო აღმოსავლეთმცოდნე, და არა თარჯიმანი და მინდა ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო.

-15 წლის ასაკში ბევრ “დიდურ “საქმეს აკეთებ. მაინტერესებს შენი ბავშვური ჰობი და გატაცებები როგორია

ბავშვურ ინტერესებში შეიძლება ჩავთვალო ცეკვა და ასევე ხმა რომ არ გაქვს მაგრამ სიმღერა გიყვარს და ცდილობ, აი ის მომენტები. მარტო როდესაც ვარ ვრთავ თურქულ, ამერიკულ და უცხოურ სიმღერებს და ვმღერი გასართობად, დროი სასიამოვნოდ  გასატარებლად.

-სამომავლო გეგმებსაც რომ შევეხოთ. აპირებ თუ არა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ?

არ ვაპირებ ამ ეტაპისთვის სამშობლოს დატოვებას. მინდა ჩემ ქვეყანას გამოვადგე ჩემი საქმიანობით და პროფესიული წარმატებებით. ეს რა თქმაუნდა არ გამორიცხავს იმას,  რომმექნება გასვლები სხვადასხვა ქვეყანაში და შეხვედრები აუდიტორიასთან, მაგრამ უახლოეს მომავალში საქართველოში განათლების მიღებას და საქმიანობის გაფართოებას ვგეგმავ. მინდა ბევრი დაინტერესდეს აღმოსავლეთმცოდნეობით და დაინტერესებულ პირებს ჰქონდეთ ჩემთან კონტაქტი, რაც აზრთა გაცვლის საინტერესო საშუალება იქნება ორივე მხარისთვის.

ავტორი: ანა ურუშაძე

Please follow and like us: