15 თებერვალს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფის – მარტინ პარის წიგნის – Martin Parr Tbilisi“  პრეზენტაცია შედგება და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება.

ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს.

პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

Please follow and like us: