12 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

2018 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 8.7 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.8 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას  სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.5 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 7.2 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11.1 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 12.4 პროცენტით არის გაზრდილი.

„საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 16.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 66.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 27.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი. ვიზიტორების უმრავლესობა, 46.3 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 39.7 პროცენტს შეადგენდა. 2018 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი – 42.7 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკრეტულად, 3,624.4 ათასი და 2,104.6 ათასი ვიზიტი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.2 ღამე შეადგინა, რაც 2017 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.3 ღამე) 2 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, განხორციელებული ვიზიტების 72.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

Please follow and like us: