5 საათის წინ
20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია
9 საათის წინ
პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს
11 საათის წინ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ფრენებს 12 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება
11 საათის წინ
ვალერი გელბახიანი: პოლიციამ ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებებს
12 საათის წინ
პროკურატურა – ნიკა მელიამ თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების შესახებ დადგენილება პროკურატურამ მის ადვოკატს გააცნო

-საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტრინიტი კოლეჯის ლიტერატურულ კლუბში თანამედროვე ქართველი მწერლის ზურაბ ქარუმიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

შემოქმედებით საღამოზე ზურაბ ქარუმიძემ დამსწრე აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის შესახებ, ისაუბრა ახლახან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის, მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული და კულტურული პროგრამის წარმატებაზე. მწერალმა მიმოიხილა საკუთარი შემოქმედება და თავის მხრივ, გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული ირლანდიური ლიტერატურისა და კულტურისადმი. ზურაბ ქარუმიძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს დუბლინში ჩამოსვლისა და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.

ღონისძიების დასასრულს, გამომცემლობამ “Dalkey Archive Press” გაავრცელა ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი რომანი, რომელზეც ქართველმა მწერალმა საკუთარი ავტოგრაფი დააფიქსირა.

ღონისძიება, რომელიც ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრის, ტრინიტი კოლეჯის ლიტერატურის კათედრისა და გამომცემლობის “Dalkey Archive Press” ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა, ესწრებოდნენ ადგილობრივი მწერლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები.

Please follow and like us: