სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს მირქმის დღესასწაულს მიულოცავს და ქადაგებით მიმართავს.

ტაძარში წინასწარ მომზადებულია სუფრა პურებითა და ტკბილეულით, რომელსაც პატრიარქი წირვის შემდეგ აკურთხებს. ნაკურთხი პური და ტკბილეული კი მრევლს გაუნაწილდება.

Please follow and like us: