21 საათის წინ
ნათია თურნავა – მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინვესტორები და კომპანიები არ დაფრთხნენ
21 საათის წინ
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაკავებულ ბერზე – ის ათონის მთაზე ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თავის სახლში იყო, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა
23 საათის წინ
ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა 15 მაისამდე ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს
23 საათის წინ
„შოკოლადის დამტენი“ – ტკბილი გარემო შოკოლადის მოყვარულთათვის
2 დღის წინ
ირაკლი ხმალაძე – როცა ხალხს მოუწოდებ, კერძო მანქანები სახლებთან გააჩერონ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა სწორი არ არის

მიმაჩნია თუ ადამიანს სურს შედგეს სრულფასოვან იდენტურ პიროვნებად, მან თავის ცხოვრება  უნდა ხატოს საკუთარი ფერებით … თავისი ჩრდილებით… მან უნდა შექმნას მისი იდენტური რტრეტი…. ემიჯნებოდეს აჩრდილად დარჩენას…

შენ გაქვს შენი მიზანი;  წარმატების რა ზღვარი დაისახე,  რა სიმაღლეზე გინდა ახვიდე… რაც უფრო დიადია მიზანი მით მეტია ჯინი გამარჯვებისა …

მუდმივად  შთააგონე შენი თავი ;   მიუღწეველი არაფერია… შენ ყველაფერს შეძლებ .. ნაბიჯ- ნაბიჯ მიჰყევი შენს დასახულ სტრატეგიას …

წარუმატებლობის შიში; ისწავლე  ყოველი დაბრკოლებიდან .. ის შენ გაძლიერებს  და გაფხიზლებს. გახსოვდეს   „ყველაფერი ხდება შენთვის და შენს სასარგებლოდ.“

არასოდეს მოუსმინო სხვას ;  გახსოვდეთ, შენი თვითნაბადი უნიკალურობა, საკუთარ თავზე უფლების დაკარგვასთან ერთად ქრება… უსმინე შენს თავს .. მხოლოდ მან იცის ვინ ხარ და რა მისია გაკისრია უფლისაგან..

ყოველ დღე  იგრძენი, მიზნის მიღწევის ძალა ; როცა შენ ხარ შემოქმედებით წვაში ან შრომაში და დაიღლები შეჩერდი .. თითის წვერებზე აიწიე და გადაიხედე მომავალში… დაინახავ შენს თავს ამაყს და გაბრწყინებულს   ეს შენ ძალას შეგმატებს  და  ამ დღეს გულისფანცქალით დაელოდები …

შეიმუშავე გეგმა : მიზნები  სტრატეგიებად  დაყავი ,  რაც შეიძლება  მცირე დროში გააკეთე. ის შენ  თავდაჯერებულობას შეგმატებს …

 გარემოცვა სტიმულია ;  შემოიკრიბე გარშემო ჭკვიანი, კომფორტის ზონიდან გამოსული ადამიანები, ისინი მეტ სტიმულს მოგცემენ ..

არასოდეს გადაუხვიო შენს არჩეულ მიზანს;   მუდმივად იფიქრე შენს მიზანზე : გააანალიზე , იშრომე , არ შეჩერდე , გეტკინა -მოიშუშე… მაინც გააგრძელე…წარმატება მხოლოდ შენს  გზას მოაქვს …შენს ბილიკზ​ე სიარულს …

ავტორი: ნინო გვაზავა

Please follow and like us: