მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.
სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს…
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ ხუთშაბათს, გამთენიიდან მანქანების ნაკადი არ წყდება. წაჩხურობის დღესასწაულის აღსანიშნავად და მოსალოცად ათასობით ადამიანი მიდის, აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, აღდგომის მეოთხე დღეს არის. ამ დღეს ტაძარში ძირითადად უშვილო წყვილები ადიან. ტაძრამდე სამანქანო გზაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაკადის გამო გზას პოლიცია კეტავს და მომლოცველები გრძელ აღმართს ფეხით მიუყვებიან. უშვილო წყვილებს პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ. ზოგს აკვანში თოჯინა ჰყავს. იქ ბევრ ფეხშიშველ ადამიანს ნახავთ, ყველას თავისი აღთქმა აქვს და მის შესრულებას თავისებურად ცდილობს. არც მათ ავიწყდებათ მადლობის თქმა, ვისაც უფალმა სასწაული მოუვლინა და შვილი აჩუქა. ისინი სამადლობელის სათქმელად პატარა ბავშვებით ხელში ადიან და უფალს მადლობას სწირავენ. ზოგს შესაწირი მიაქვს დაპირებული ცხვარი ან ფრინველი მიჰყავს.
ამ უძველეს სალოცავზე ლეგენდა ამბობს: ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა… სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.
სასწაული უფლისაგან იმის გამო კი არ გვეძლევა რომ ამას ვიმსახურებთ, არამედ მისი უსაზღვრო კაცთმოყვარებისა და მისდამი რწმენაში ჩვენი გაძლიერების გამო.
წაჩხურუს მთვარანგელოზები გვეწეოდეს!“
მნიშვნელოვანია, რომ „წაჩხურობას“ ხშირად წვიმიანი ამინდია, რის გამოც მომლოცველებს სამანქანო გზის ნაცვლად, ფეხით უწევთ მონასტრამდე მისვლა, თუმცა უამინდობის მიუხედავად, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა…