დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დღეს მოინახულა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დეკანოზს ინსულტის ნიშნები აქვს და ის პალატაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში №9 დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მისი დიაგნოზი ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევაა.

2 თებერვალს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.

გაზიარება