ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მოშიმშილე სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი საკუთარი მოთხოვნების შესახებ დღეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე იმსჯელებს.

„ჩვენთან უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია იყო მოსული და გვითხრა, რომ კარგი იქნება, თუ სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ჩვენ არ ვიქცევით ჭირვეული ბავშვებივით და ვთანხმდებით ამ წინადადებას, დათმობაზე მივდივართ და მივდივართ მოლაპარაკებებზე, თუ, რა თქმა უნდა, იქ არ იქნება იგივე ნარატივის თავს მოხვევა და მოხდება სტუდენტების აზრის გათვალისწინება“, – განაცხადა გიგი ნოზაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას კაბინეტთან შიმშილობენ. ისინი ბიზნეს სკოლისთვის პირვანდელი სახელის დაბრუნების და გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. სტუდენტთა ნაწილი ასევე განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს სთხოვს, დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით და პირადად შეისწავლოს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ფინანსური საქმიანობაც.

Please follow and like us: