კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის, მიმინოშვილის, ვაშლოვანის, სანაპიროს, ზანდუკელის, ბარნოვის, ძმები კაკაბაძეებისა და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შანიძის, კეკელიძის, შატბერაშვილის, ნინო ჟვანიას, ჯანაშიას, მელიქიშვილისა და ხორავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წყნეთის ხევის დასახლების, ყიფშიძისა და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ჩხიკვაძის, ძოწენიძისა და ფერმწერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 X კვარტლის, ლილოს დასახლების, იუმაშევის, ორახელაშვილის, ქიზიყის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს, კალოუბნის, შუამთისა და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აგარის, სამურზაყანოს, აფხაზეთისა და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირისა (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლისა და ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, შენგელიასა და მარკ ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

Please follow and like us: