სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნაა, აღდგეს ილიაუნის ბიზნესსკოლა როგორც დამოუკიდებელი ერთეული. მათ მოთხოვნებში ასევე შედის ბიზნესსკოლის დეკანის, გიორგი ქადაგიძის თანამდებობაზე დაბრუნება.

სტუდენტები ჯერ არ აკონკრეტებენ, მოითხოვენ თუ არა ილიაუნის რექტორის, გიგა ზედანიას გადადგომას იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები შესრულდება. რექტორი ამბობს, რომ ადმინისტრაცია სტუდენტებთან პოზიციის დაახლოებას ცდილობს და დიალოგისთვის მზად არის.

20 სტუდენტი მეოთხე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. შეწყვეტენ თუ არა ისინი შიმშილობას, მათი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზეა დამოკიდებული.

Please follow and like us: