11 საათის წინ
სერიალმა მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინაცია მიიღო
15 საათის წინ
სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან
15 საათის წინ
„ნახატი, რომელშიც სული დევს, იშვიათია“- თვითნასწავლი მხატვარი ძმების ნაამბობი
17 საათის წინ
რადიოქალაქში იქნება ყველანაირი შესაძლებლობა და პლატფორმა ახალგაზრდებისთვის – კახა კალაძე
17 საათის წინ
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა, მათ შორის მშობლებიც

ბოლო დროს გავრცელებული შემაშფოთებლად მზარდი ძალადობის ფაქტები არაერთ კითხვას აჩენს, რომელზედაც პასუხი რთულად მისაღებია. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა თუ რა აიძულებს მსხვერპლს შეეგუოს ძალადობას და კვლავ იცხოვროს მოძალადის გვერდით.

არსებობს მსხვერპლისა და აგრესორის ურთიერთობის განვითარების 3 ეტაპი, რომელიც მსვერპლის მოძალადესთან დაბრუნების წინმსწრეპია. პირველი ეტაპი ეს არის გარკვეული დაძაბულობა, რომელიც შესაძლებელია რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში ვითარდებოდეს. ამ ეტაპისას მსხვერპლსა და აგრესორს აქვთ მძიმე, დამთრგუნველი ურთიერთობა, რომლის გამწვავებასაც შომდგომი ეტაპი მოჰყვება. მეორე ეტაპი მოიცავს სერიოზულ ინციდენტს, რომელიც 2 საათიდან 24 საათამდე გრძელდება და არ არის გამორიცხული მისი ფატალურად დასრულებაც. ინციდენტის გადალახვისას უკვე დგება მესამე, თაფლობის თვის ეტაპი, როდესაც აგრესორი აღარ არის ემოციურად გაღიზიანებული, იგი ნორმალურად და საკმაოდ თბილადაც ექცევა მსხვერპლს, რაც მას აიძულებს იფიქროს, რომ მოძალადე შეიცვლება, თუმცა ეს სამი ეტაპი შესაძლებელია ერთგვარ ბორბალს შეედაროს, რადგან ემოციურად გაღიზიანებული აგრესორის ქმედებები კვლავ იწვევს დაძაბულობას, სერიოზულ ინციდენტსა და მისი გადალახვის შემდხვევაში კვლავ თაფლობის თვისა და მსხვერპლის შემორიგების პერიოდს.

საინტერესოა ასევე სტოკჰოლმის სინდრომი- პარადოქსალური მიჯაჭვულობა და სიმპატია, რომელიც უჩნდება მძევალს აგრესორის მიმართ. მსგავს ურთიერთობას სახელი 1993 წლის 23 აგვისტოს ქ.სტოკჰოლმში მომხდარი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ დაერქვა. სტოკჰოლმის ერთ–ერთ ცენტრალურ მოედანზე გაქცეულმა შეიარაღებულმა პატიმრებმა, 32 წლის იან–ერიკ ოლსონმა და მისმა 26 წლის თანამზრახველმა – კლარკ ოლფსონმა დაიკავეს ბანკი და მძევლად აიყვანეს 4 ადამიანი. 3 ქალბატონი: 31 წლის ბრიგიტა ლუნდბერგი, 26 წლის ქრისტინა ენმარკი და 21 წლის ელისაბეტ ოლდგრენი. ასევე 26 წლის მამაკაცი – სვენ სეფსტრემი. ექვსდღიანი ტყვეობის განმავლობაში ეს ექვსეული გამუდმებით იმყოფებოდა ბანკის ბრონირებულ საცავში. ბოროტმოქმედები მოითხოვდნენ 3 მილიონ კრონს, იარაღს და მანქანას. თანდათანობით, ბოროტმოქმედებსა და ტყვეებს შორის გაჩნდა უცნაური სიახლოვის განცდა. ბრიგიტა ლუნდბერგს ჰქონდა თავისუფლად გადაადგილების საშუალება, თუმცა ყველას გასაოცრად მან არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ბანკის შენობიდან გამოსაღწევად. ქრისტინა ენმარკმა მოახერხა პოლიციისთვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა, თუმცა შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ყველაფერში გამოუტყდა ბოროტმოქმედებს. მეოთხე დღეს მან სატელეფონო საუბარში ითხოვა: მძევლებისთვის მიეცათ ბოროტმოქმედებთან ერთად წასვლის საშუალება, რადგან ისინი ძალიან კარგად ექცეოდნენ. რაც შეეხება სვენ სეფსტრეს – განთავისუფლების შემდეგ ის გამუდმებით ამტკიცებდა რომ იან–ერიკ ოლსონი და კლარკ ოლფსონი კეთილი ადამიანები არიან. უშუალოდ განთავისუფლების პროცესში ისინი ცდილობდნენ ბანდიტების დაცვას, ქრისტინა ენმარკს კი ბოლო წუთამდე არ გაუშვია ხელი კლარკ ოლფსონისთვის. სასამართლო პროცესის მსვლელობისას ითხოვდნენ ამნისტიას და ა.შ. ბოროტმოქმედთა განთავისუფლების შემდეგ ორმა ქალბატონმა აღიარა, რომ აწ უკვე ყოფილ პატიმრებთან ჰქონდათ ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა, პოლიციას კი თავიანთ მტრებად მიიჩნევდნენ.

სტოკჰოლმის სინდრომის სახელით ცნობილი ეს მიჯაჭვულობა კიდევ არაერთხელ დაფიქსირდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და განსხვავებულ სიტუაციაში.  რაც გვაფიქრებინებს, რომ ხშირად მსხვერპლი არა თუ აგრესორის შიშის გამო ჩუმდება, არამედ მისდამი არსებული მიჯაჭვულობისა და სიმპათიის გამო. ამ ფენომენის ფსიქოლოგიური განმარტებები ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანია, თუმცა უპირატესობა ენიჭება მის, როგორც თავდაცვის მექანიზმის განხილვას.

ავტორი: ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: