სკოლებში, ჩინური ენის სწავლება, სავარაუდოდ, 2019-2020 სასწავლო წლებიდან დაინერგება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლების სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენა სასწავლებელში მეორე უცხოურ ენად შევა.
უწყების ინფორმაციით, ჩინური ენის მეორე უცხოურ ენად არჩევის შესაძლებლობა ნებისმიერ საჯარო სკოლას მე-5 კლასიდან ექნება.
„ჩინურ ენასთან დაკავშირებით, შარშან დაიწყო მუშაობა, შემუშავდა სტანდარტი. უკვე შემუშავებულია ასევე პროგრამა. როგორც იცით, პირველი კლასიდან უცხოურ ენად საჯარო სკოლებში დაშვებულია ინგლისური ენის სწავლება, ხოლო მეხუთე კლასიდან, ჩინური ენა, როგორც მეორე უცხოური ენა, სკოლებმა სხვა ევროპულ ენებთან ერთად სურვილის მიხედვით შეუძლიათ აირჩიონ“.