საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის ფაკულტეტის დაარსება იგეგმება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამინისტროს სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ იდენტიფიცირებას იმ საჭიროებების, რომელიც ინფრასტრუქტურის მხრივ მთას აქვს. ამის გარდა სოციალური საჭიროებების მხარდაჭერის ნაწილშიც ვცდილობთ, რომ იდენტიფიცირება გავაკეთოთ იმ აუცილებელი მიმართულებების, რომლიც განვითარება არის საჭირო. ამ თვალსაზრისით ინტერნეტიზაცია და ჯერ კიდევ უშუქოდ დარჩენილი ოჯახების მომარაგება, მზის პანელების მეშვეობით დაგეგმილი გვაქვს 2019-2020 წლებში. ასევე, მნიშვნელოვანი ინიციატივაა მთის ფაკულტეტის შექმნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ისევე როგორც ინიციატივაა მთის კვირეულის დაარსებასთან დაკავშირებით მთის კანონის მიღების კვირეულში 16 ივლისს, რომელშიც იმედია, ყველა ჩაერთვება“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.