4 საათის წინ
ირაკლი კობახიძე – იციან, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს წააგებენ და ეცდებიან, მანამდე აქციებით დაიწერონ ქულები
8 საათის წინ
მიხეილ ჩხენკელი – სკოლების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გრძელდება, იგივე უნდა მოხდეს პროფესიული, უმაღლესი განათლების პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის
8 საათის წინ
ბიძინა ივანიშვილი – მე ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
8 საათის წინ
მამუკა ხაზარაძე – დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი – „ლელო“ დგას ხალხთან ერთად!
8 საათის წინ
კახა კალაძე – უმრავლესობა არ დაიშლება და არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა,  კომპანიის შერჩევის მიზნით კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.

„11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისგმებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რომელთა შესახებაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა ანუ პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, უკვე 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დამტენების მონტაჟს დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ,  ელექტროდამტენების დამონტაჟების თხოვნით შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება ეტაპობრივად დაიწყება.

Please follow and like us: