„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ერთ მილიონ ლარს გადაიხდის. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ბანკის ოფიციალურ გვერდსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში საუბარია, რომ „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას წყვეტს.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

Please follow and like us: