ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული მოვლენა “თიბისი” ბანკს ეხება. სხვადასხვა მოცემულობებმა განაპირობა ის, რომ დღეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობების დატოვების საკითხი აქტიურად დგას და გარდაუვალია. ერთ-ერთი ლიდერი ბანკი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. ემუქრება, თუ არა მის მომხმარებლებსა და მეანაბრეებს საფრთხე? “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი, დავით კიკვიძე პასუხოვბს.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობების დატოვების შემთხვევაში, ვინ მართავს აქციებს?
მამუკა ხაზარაძეცა და ბადრი ჯაფარიძეც დარჩებიან ბანკის აქციების მფლობელები, უბრალოდ, არ იქნებიან ჩართულნი ბანკის მართვაში. შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გასვლის შემდეგ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პიროვნებებით.
რა უარყოფით შედეგებად აისახება მათი ეს ნაბიჯი ბანკზე?
ბანკის მუშაობაზე მნიშვნელოვანად ეს ცვლილებები არ აისახება, რადგან ბანკის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მაღალი დონის მენეჯერებითა და, შესაბამისად, ბანკის მდგრადობასა და სტაბილურიბაზე ეს ზეგავლენას არ იქონიებს.
აქ საუბარია მხოლოდ ბანკის რეპუტაციაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის რეპუტაციაზე იმოქმედებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორი იყო მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რადგან რაც უფრო მალე დასრულდება “თიბისის” გარშემო მიმდინარე მოვლენები, მით მალე შეძლებს ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის ფორსირებასა და გახორციელებას.
იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არ დატოვებენ თანამდებობებს, რა პროცესებია მოსალოდნელი?
ეს არის ეროვნულის მოთხოვნა, რისი უფლებაც მას კანონმდებლობით აქვს მინიჭებულია. შესაბამისად, კანონის დაუმორჩილებლობა გამოიწვევს უკვე არა მამუკა ხაზარაძის, ან ბადრი ჯაფარიძის მიმართ სანქციებს, არამედ – მთლიანად ბანკის მიმართ საკმაოდ მკაცრ ზომებს, რაც, საბოლოო ჯამში, უფრო მძიმე შედეგებამდე მიიიყვანს ბანკს.
დაკარგა თუ არა საზოგადოებამ “თიბისის” მიმართ ნდობა, რაში აისახება ეს და, ამ მხრივ, რა შედეგებია მოსალოდნელი?
გარკვეულწილად, ამ პროცესებმა ბანკის რეპუტაცია შელახა; თუმცა, ეს მოკლევადიანი მოვლენაა, რადგა აქ ფიზიკურ პირებს ეხება საქმე და არა – კონკრეტულად ბანკს. შესაბამისად, მოკლევადიან პერიოდში, ეს რეპუტაციული ხასიათის პრობლემებიც დალაგდება. თავად ბანკს, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის კუთხით, არანაირი პრობლემა აქვს. მისი ფინანსური მაჩვენებლები და კანონმდებლობასთან შესაბამისობა მაღალ დონეზეა. ასე რომ, “თიბისის” მომხმარებლებსა და მეანაბრეებს არანაირი საშიშროება ემუქრებათ.
ავტორი: მარიამ ტიელიძე