საქართველოს ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი გასული წლის 22 თებერვალს ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს გამთენიისას კი,  გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

35 წლის  ნაწამები ჯარისკაცის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ 26 დღის  შემდეგ გადმოსცეს.   ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით  დაკრძალეს.  სამხრეთ ოსეთის დეფატქო ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გულის უკმარისობა დაასახელა. ექსპერტიზის თანახმად კი,   ცხედარს 100-მდე დაზიანება ჰქონდა სხეულზე.

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებული სარჩელი, რომელშიც  წერია , რომ 35 წლის ტატუნაშვილი წამებითაა მოკლული, სტრასბურგის სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. მუხათგვერდის სასაფლაოზე დღეს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივს მიაგებენ  პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები.

Please follow and like us: