საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი უმცროსი სერჟანტის, მოწამეობრივი სიკვდილიდან 1 წელი გავიდა. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქესთან ერთად ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Please follow and like us: