4 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა
18 საათის წინ
პატრიარქი – უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს
19 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძე – საქართველოს ინფექციის გავრცელებით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენ უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, სადაც ვირუსის დიაგნოსტიკა ხდება თუ არა, ესეც არ ვიცით
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსისგან 45 ადამიანი გამოჯანმრთელდა
19 საათის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ დღეს, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ მორიგ შეხვედრაზე მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა, მამა გიორგიმ (ფირცხელანმა) განაცხადა.

აბორტის თემაზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მამა გიორგიმ განაცხადა, რომ საჭიროა განისაზღვროს ჩანასახის სტატუსი და მისი უფლებები იყოს დაცული.

„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს ეწოდება დამსახურებული ექიმი, დედა ერთი მხრივ, თავის ოჯახზე და შვილებზე მზრუნველი ქალია, ხოლო მეორე მხრივ, გამოდის საკუთარი შვილის სიცოცხლის აღმკვეთელი. ეს არის საშინელი ასიმეტრია ძალადობისა, როდესაც ზრდასრული ადამიანები შეითქმებიან პატარა უსუსური არსების წინააღდეგ, მაშინ როდესაც ეს არსება არის ცხოვრების ძალიან საუკეთესო ხანაში, როდესაც დედასთანაა, სიმყუდროვეშია, არ შია, არ წყურია და უბედნიერესად გრძნობს თავს. სწორედ ამ დროს ერევა ბოროტება და უსწრაფებს სიცოცხლეს ამ მცირეთაგანს. არ შეიძლება, ეს საზოგადოებისგან აღქმული იყოს, როგორც ჩვეულებრივი რამ. არ შეიძლება ბოროტება არსებობდეს ასეთი შეფარული სახით. ის უნდა გამოვლინდეს. არ შეიძლება საზოგადოება ცხოვრობდეს ორმაგი სტანდარტებით. შესაბამისად, ეკლესია ამწვავებს ამ პროცესს და სურს, რომ ეს პროცესები არ ჩაიკარგოს სხვა მოვლენათა დღის წესრიგში. იყოს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრილი საქართველოში“, – განაცხადა მამა გიორგიმ.

მისივე თქმით, თანამედროვე მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის, რათა განისაზღვროს ჩანასახის სტატუსი და საქართველომაც უნდა გადადგას ამ მიმართულებით ნაბიჯები.

მამა გიორგიმ იმედი გამოთქვა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ პროგრესი იქნება ამ მიმართულებით და თუნდაც ერთი ბავშვი რომ გადარჩეს აბორტს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

Please follow and like us: