კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ისნის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, საბარგო დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, დავით კვაჭანტირაძის, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, წალენჯიხის, კალანდაძის, მებაღიშვილის, ანდღულაძის, კოტე ბაქრაძის, დურმიშიძის, მიქელაძის, ანწუხელიძის, ნანეიშვილის, აფანასიევის, გურამიშვილი-ნიკოლაძის, ტოლენჯის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარლის, ხარაბაძის, ამირეჯიბისა და შერვაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონისა და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონისა და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტისა და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ახვლედიანისა (ნაწილობრივ) და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 17:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლებისა და დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბეჟანიშვილის, ლომთათიძისა და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“.

Please follow and like us: