ბავშვი პატარაობიდან ცდილობს მოერგოს უფროსის აზრს. ცდილობს არ დაარღვიოს მართალი შვილის სტერეოტიპი. იმის შიშით, რომ არ დაკარგოს მისთვის განკუთვნილი ტკბილეული, ლამაზი ტანსაცმელი, ღიმილი ან სითბო.
იგი კარგი დამჯერი ბავშვის როლს ირგებს … ამასობაში თრგუნავს საკუთარ პიროვნებას. მუდამ ცდილობს უფროსების აზრის გათვალისწინებას და მათი სურვილების მიხედვით მოქმედებს
ავტორიტეტები სჯიან და ხშირად უმეორებენ .ცუდად მოიქეცი! არ იმსახურებ ! დაისჯები !
დანაშაულის შეგრძნების სათავე აქ იბადება.
– მე არ ვარ საკმარისად კარგი.
-არ დავიმსახურე.
– საკუთრი ღირსების და სიყვარულის გრძნობა არ აქვთ საკმარისი.
საუკეთესო გზაა ჩვენს შვილებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი უპირობოდ გვიყვარს.
კარგად – და ცუდად მოქცევის გარეშე.
რომ ისინი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ!
– სიყვარულის ღირსი არ ვარ. პროგრამა შემდეგ მთელი ცხოვრება აიძულებს იყოს მუდმივად გაორებული, თვითუკმარობა აიძულებს არ ქონდეს შინაგანი საყრდენი…
დანაშაულის გრძნობით უწევს იცხოვროს… და ასე თვით გამართლების ნიადაგზე მუდმივად სხვაში ეძებს დამნაშავეს..
ავტორი : ნინო გვაზავა