ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმა ასპარეზი სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ტურნირის პირველ დღეს ქართველებმა ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს, ხოლო მეორე დღეს – ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

ოქროს მედლის მფლობელები:- ბექა ბერძენიშვილი (+100კგ), დავით ლორიაშვილი (100კგ) და ნინო ოძელაშვილი (80კგ) გახდნენ. ოძელაშვილმა ტურნირზე შეცვლილი წონით იასპარეზა და ფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ ხალიჩაზე ტრადიციული ცეკვაც შეასრულა.

ვერცხლის მედლებს ლევან ნახუცრიშვილი (74კგ) და ირაკლი კუპატაძე (57 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვახტან ჩიდრაშვილი (62კგ), ელენე ქებაძე (+80კგ), პაატა ღვინიაშვილი (90კგ) და ბესო ბერულავა (82კგ) დაეუფლნენ.

Please follow and like us: