საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ექსპერტთა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საჯარო მოხელეთა მხრიდან ჩადენილ თაღლითობისა და კორუფციის ფაქტებს, განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით რისკების იდენტიფიცირების, მართვის, შეფასებისა და აღმოფხვრის კუთხით დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკა და მიდგომები.

ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში ნატო-ს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

Please follow and like us: