„ეს გახლავთ უმნიშვნელოვანესი ამბავი საქართველოს მოსახლეობისთვის და ის ნათლად წარმოაჩენს საქართველოს პოზიციას რეგიონში. საქართველო არის რეგიონის ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით და ეს გახლავთ ამის კიდევ ერთი მტკიცებულება.“ – განაცხადა ლუკ კოფიმ, საგარეო პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორმა ( The Heritage Foundation) Fitch- ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს დაწინაურების შეფასებისას.

მისი განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი აჩვენებს, რომ საქართველო სტაბილურია გარე რყევების მიმართ , მათ შორის იმ პროცესების გათვალისიწინებით რაც ხდება მის სავაჭრო პარტნიორებში- თურქეთსა და რუსეთში:

„საინვესტიციო გარემო, ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკურ სტაბილურობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში”- აღნიშნა ლუკ კოფიმ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის,FitchRatings-ის მიხედვით საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა.

მსგავსი წინსვლა აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოში მხოლოდ ორმა ქვეყანამ საქართველომ და უნგრეთმა შეძლო.

Please follow and like us: