მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში აისახა.

რეესტრის საიტზე ხელმისაწვდომია 13 თებერვლით დათარიღებული, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განკარგულებები „თიბისი ბანკის“ ადმინისტრატორებისთვისხელმოწერის უფლების შეჩერების შესახებ.

ასევე პაპუნა ლეჟავას სახელით გაიგზავნა წერილები საჯარო რეესტრში 14 და 22 თებერვალს. „თიბისი ბანკის“ ამონაწერში ცვლილების შეტანის მოთხოვნით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება რეესტრმა გუშინ, 18:44 საათზე დაასრულა.

რეესტრში ამ დროისთვის არ არის ასახული ცვლილებები „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ბანკის საბჭოს რესტრუქტურიზაცია იგეგმება, რის შედეგადაც მას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დატოვებენ.

Please follow and like us: