სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს „მადა“ შეამოწმა. ინსპექტირებისას გამოვლინდა 9 კრიტიკული შეუსაბამობა – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, სურსათის შენახვის, წარმოება/გადამუშავების არასათანადო პირობები; კოროზირებული დანადგარები და ა.შ.

გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

შპს „მადა“ საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი შპს „მადას“ იურიდიული მისამართია ქ.თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, მუხიანის მე-3 მ/რ-ნი, ხოლო ფაქტობრივი მისამართია – დიდი დიღომი, ნაკვეთი N8. აღნიშნულ წარმოებას არაფერი აქვს საერთო საკონდიტრო საწარმო „მადარტთან“, რომელიც მომხმარებლისთვის „მადას“ სახელით არის ცნობილი.

Please follow and like us: