მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI, რომელიც გერმანიაში იმართება, “ბადაგონის” წითელმა ღვინოებმა „საფერავი რეზერვი 2010“, „ალავერდის ტრადიციები“ და „კახური წარჩინებული“ ოქროს მედლები მოიპოვა!

კუნკურსში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ღვინომ მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კონკურსის მონაწილეებს სახელგანთქმული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებს, რომელიც ენოლოგების სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შედგება.

 

Please follow and like us: