ფრანგი მხატვრის კლოდ მონეს ნახატი ლონდონში Sotheby’s-ის აუქციონზე 27.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ნახატის სახელწოდება „დოჯის სასახლეა” და მასში ვენეციის პეიზაჟია ასახული. ტილო აქუციონის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გახდა.